„კობზი ანწლი“ „ვინ ეგარის“ ახალი პროდუქტია, რომელიც ლეჩხუმში მოპოვებული ანწლისგან მზადდება.
ანწლის ნაყოფი გამოირჩევა მუქი შეფერილობით და შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ პიგმენტებს - ანთოციანინებს, რომლებიც პოლიფენოლური ნაერთების ჯგუფს მიეკუთვნება.
ანწლი ხალხურ ტრადიციებში დიდი ხანია გამოიყენება, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნაყენის სამკურნალო ეფექტი მხოლოდ მცენარის ტრადიციული გამოყენებით არ დასტურდება.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავაცნოთ ლეჩხუმის ბუნებრივი რესურსები და მათგან შექმნილი ადგილობრივი პროდუქცია.