დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone551 31 93 92 emailartfruit2022@gmail.com

ლეჩხუმში, ცაგერში, “ვინ-ეგარი”-ს ახალი საწარმო აშენდა!

2025 წელს სოფლის მეურნეობის სააგენტო-ს მიერ გამოცხადებულ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში“ მივიღეთ მონაწილეობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტოსა და კრედო ბანკი-ს მხარდაჭერით, ლეჩხუმში, ცაგერი-ში (მაღალმთიან რეგიონში), აშენდა შპს “ვინ-ეგარი”ს (ძმრის) და ხილის გადამამუშავებელი საწარმო. საწარმო წარმოადგენს რეგიონში პირველ თანამედროვე ხილის გადამამუშავებელ ობიექტს, რომელიც შეძლებს ტონობით ვაშლის მიღებასა და სრული ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებას ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის წარმოებამდე (დაწურვა, დამუშავება, შენახვა).

საწარმოს შენობის პროექტი შემუშავებულია ყველა შესაბამისი სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით.

მშენებლობა დასრულდა 2026 წლის თებერვალში და მიღებული იქნა ობიექტი ექსპლუატაციაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ. საწარმო ვითარდება ბიო მიმართულებით, "ელკანა"-ს პრინციპებზე დაყრდნობით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში ვაშლის მიღებას 2026 წლის აგვისტოდან დავიწყებთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში მოყვანილი პროდუქტი აღარ დაიკარგოს, არამედ ღირებულ პროდუქტად გადაიქცეს.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ გზაზე გვამხნევებდა და გვერდში გვედგა 

განსაკუთრებული მადლობა სოფლის მეურნეობის სააგენტო-ს და "კრედო ბანკი"-ს მხარდაჭერისთვის თქვენი წვლილი ამ პროექტში ძალიან დიდია , ასევე, გულწრფელი მადლობა ჩვენს პარტნიორ მაღაზიებს, სადაც უკვე წარმოდგენილები ვართ, მათ შორის Goodwill-ს ქართული, ხარისხიანი პროდუქტის მხარდაჭერისთვის.  და რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით…

თქვენი ნდობა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს უდიდესი მოტივაცია.