დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone551 31 93 92 emailartfruit2022@gmail.com

ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბიოღვინო - "ნაჟური" გამოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბიოღვინო - "ნაჟური" გამოჩნდა, რომელსაც საოჯახო მარანი "უსახელო" აწარმოებს. საოჯახო მარნის დამფუძნებელმა, გოგი კუპატაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ღვინო "ნაჟური" ლეჩხუმში, სოფელ უსახელოში იწარმოება.

მისივე ინფორმაციით, ღვინო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და პრემიუმ კატეგორიის ადგილი დაიკავა. 

"ჩვენს მეურნეობაში, რომელიც 7000 კვ.მ-ზეა გაშენებული, სასუქები და პესტიციდები არ გამოიყენება. ყველაფერს, რაც ვაზს სჭირდება ლეჩხუმის მიწა აძლევს. ბიოდინამიური წესით დაყენებული ღვინო პრემიუმ კატეგორიაში გადის და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა ცნობადობის ზრდის პარალელურად გაიზრდება. ამჟამად, 2 დასახელების ღვინო გვაქვს. მათ შორის, არის ცოლიკაური და ოჯალეში. 1 ბოთლის ღირებულება ამ ეტაპზე 47 ლარია", - აცხადებს გოგი კუპატაძე.

https://bp.ge/news/biznesi/adgilobriv-bazarze-akhali-bioghvino-nazhuri-gamochnda