დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone551 31 93 92 emailartfruit2022@gmail.com

"ვინ ეგარი" ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

"ვინ ეგარი" ახალი საწარმოს მშენებლობას თვის ბოლოდან დაიწყებს. ამის შესახებ ვაშლის ძმრის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პატარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ინვესტიცია 400 000 ლარი იქნება.

"ჩვენი საწარმო სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენდება, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გულისხმობს. ახალი საწარმო ცაგერში აშენდება და ტონობით ხილის გადამუშავების საშუალება გვექნება", - აცხადებს მარიამ პატარიძე.

 https://bp.ge/news/biznesi/vin-egari-akhali-satsarmos-msheneblobas-itsyebs-investitsia-gel400-000-iqneba